ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

რაზე ისაუბრეს რუსულ-ქართული საბჭოს სხდომაზე?

5 დეკემბერი, 2023

ინგუშეთში შედგა რუსულ-ქართული საბჭოს გამსვლელი სხდომა, რომელიც მიუძღვნეს თემას „ტურიზმი. კულტურული ღირებულებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში“. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საერთო ღირებულებების როლი ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში, ტურიზმის განვითარებისა და ინგუშეთსა და საქართველოს შორის კულტურული მიმოცვლის საკითხები.

კერძოდ, შემოთავაზებული იყო ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მოწყობა VIII-IX საუკუნეებში აგებულ ტყობა-ერდის ძველ ქრისტიანულ ტაძარში, რომელსაც მრავალი არქიტექტურული ანალოგი აქვს იმ პერიოდის ქართულ ტაძრებთან (მოხატულობები, ქართული წარწერები ფილებზე და ა.შ.). საქართველოში არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ტყობა-ერდის მშენებლობაში პირადად თამარ მეფემ მიიღო მონაწილეობა.

კიდევ ერთი ნაბიჯი ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის მეგობრული და ძმური კავშირების გაძლიერებისკენ ტურისტული მარშრუტების განვითარება უნდა გახდეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოდან და ინგუშეთიდან დაინტერესება გამოხატეს ამ სამუშაოთი.

აღინიშნა, რომ ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არარსებობაა, რომელიც გაამარტივებდა კომუნიკაციას ქართველებსა და ინგუშებს შორის.

ასე, კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი შეიძლება, გახდეს ახალი მეგობრობის ხიდი ჩვენს ხალხებს შორის.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომის შედეგებით, მომავალ წელს მხარეები შეთანხმდნენ მეგობრობის ახალგაზრდული ფესტივალის მოწყობაზე, რომლის ნაწილის გამართვა ინგუშეთში იგეგმება.

დღეს რუსეთთან ურთიერთობა ტურიზმის სფეროში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ამ დარგის შემოსავალმა საერთაშორისო სექტორიდან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში $3,3 მლრდ შეადგინა. ამასთანავე, ყველაზე მეტი ამ პერიოდში სწორედ რფ-ს სტუმრებმა დახარჯეს – $767,4 მლნ. შემოსავალი რუსი ტურისტებისგან ყოველ წელს იზრდება. მაგალითად, 2023 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ის გასულ წელთან შედარებით 36,2%-ით გაიზარდა.

Comments (1)

  • ქართული ანდაზაა: ” ნუ დაკარგავ ძველსა გზასა ნურცა ძველსა მეგობარსა”-ო. რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს ავსებენ და ჩვენი ერთად ცხოვრებით ორივე მხარემ დიდი მოგება ნახა. საქართველო მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს მივიდა არ ყოფნის საზღვართან და უფალმა რუსი მოუვლინა, ახლაც სწორედ ყოფნა არ ყოფნის საზღვართან ვდგავართ, ამიტომ ჩვენ თუ არ მივალთ რუსთან უფალი მიგვიყვანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.