წინა კვირას გაიხსნა რეგისტრაცია უფასო საზაფხულო სპორტულ პროგრამებზე 18-დან 29 წლამდე დედაქალაქის ახალგაზრდებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს 5 ათასამდე მონაწილეს, რომლებისთვისაც იგეგმება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი სალაშქრო შეკრების ორგანიზება.
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის ფარგლებში ახალგაზრდებს შესთავაზებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს: კარტინგს, მინი გოლფს, ტირს ლისის ტბის მიდამოებში, მუნიციპალურ საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტებს ვაკის პარკში, ჯომარდობას ფასანაურში, ლაშქრობას თბილისის მიდამოებში.
მონაწილეთა რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაგრძელდება.
კომენტარის დატოვება