საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. ჯამში, წინა წელს 4,6 მლნ ჯარიმა დაფიქსირდა. ვიდეოკამერების მონაცემებით, გამოწერილი იქნა 189,2 მლნ ლარის ოდენობის 3,2 მლნ ვიდეოჯარიმა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად მოწმობაზე ქულები 395,3 ათასმა მძღოლმა დაკარგა, დასაშვებ ზღვარს კი 242-მა ადამიანმა გადააჭარბა.
საქართველოს გზებზე ყველაზე გავრცელებული დარღვევაა სიჩქარის საათში 15 კილომეტრზე მეტით გადაჭარბება – ამისთვის 1,3 მლნ ჯარიმა იქნა გამოწერილი. “გაჩერება აკრძალულია” და “პარკინგი აკრძალულია” ნიშნების იგნორირებისთვისა და პარკირების წესების დაუცველობისთვის – 996 ათასი ჯარიმა. მესამე ადგილზეა უყურადღებო მართვა, დაფიქსირდა 630,8 ათასი ასეთი დარღვევა.
კომენტარის დატოვება