დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე დროულად, ანუ მომავალი წლის იანვარში დასრულდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, გზის ერთ მხარეს უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გაყვანილია ასფალტის ქვედა ფენები და მასზე მოძრაობა ღიაა. ანალოგიური სამუშაოები ამ წუთებში გზის მეორე მხარესაც მიმდინარეობს.
გარდა ამისა, წერეთლის გამზირზე დაწყებულია ტროტუარების გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ქსელის გაყვანა და საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანა. ასევე ცნობილია, რომ ოქტომბრის ბოლოს დიდუბის ხიდზე სამუშაოები სრულად დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რემონტი ამ წლის მაისში დაიწყო, ამისთვის 28,4 მლნ ლარი გამოიყო.
კომენტარის დატოვება