ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.88–0.22%

როგორ იცვლებოდა ხელფასები საქართველოში ბოლო 14 წლის მანძილზე?

9 ნოემბერი, 2022

2021 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, 2020 წელთან შედარებით, 9,5%-ით (113,5 ლარით) გაიზარდა და 1.304,5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს ხელფასების ზრდა დაფიქსირდა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. შედარებით მაღალი ხელფასები დაფიქსირდა სექტორებში: ფინანსები და დაზღვევა – 2.368,1 ლარი (ზრდა 9,8%); სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2.075,3 (ზრდა 12%); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2.030,9 ლარი (ზრდა 7,7%).

ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 1.055,5 ლარი შეადგინა (ზრდა 10,8%), მამაკაცების ხელფასმა კი 1.537,9 ლარი (ზრდა 9,2%). შედარებისთვის: 2007 წელს ქალები საშუალოდ გამოიმუშავებდნენ 240,2 ლარს, მამაკაცები – 475,6 ლარს.

ოქტომბრის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ხელფასები საქართველოში იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.