გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიიღეს მონაწილეობა იტალიაში ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მინისტერიალში. შამუგიამ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საბიუჯეტო სახსრების ოდენობა 2023 წელს 1,5 მლნ-დან 14 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს 16 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის თავისებურება მისი მაღალი ხარისხი და განუმეორებელი გემოა. ყოველწლიურად საქართველოდან 70 ქვეყანაში ექსპორტზე გადის, დაახლოებით, 100 მლნ ლიტრი ღვინო და მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ხოლო ამ დარგში სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში ღვინის ქარხნების რაოდენობა იზრდება – დღეს მათი რიცხვი უკვე, დაახლოებით, 2,7 ათასია.
კომენტარის დატოვება