აპრილის დასაწყისის მონაცემების თანახმად, საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილე 1 მილიონ 503 ათასი ადამიანია და მათი საპენსიო აქტივების ღირებულება 4,8 მლრდ ლარს შეადგენს. სავალდებულო დაგროვებითი პენსია რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და ამ დროისთვის 8 958 მოქალაქემ მიიღო 29 257 490 ლარის საერთო ოდენობის ანაზღაურება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილე იღებს დივიდენდებს პორტფელისა და საინვესტიციო რისკების დონის მიხედვით: 6,27% კონსერვატიული პორტფელით, 7,73% დაბალანსებულითა და 8,26% დინამიურით.
სავალდებულო შენატანი დაგროვებით საპენსიო ფონდში შეადგენს ხელფასის 2%-ს, კიდევ 2%-ს ამატებს დამსაქმებელი და სახელმწიფო, თუ ხელფასი წელიწადში 24 ათას ლარზე ნაკლებია.
კომენტარის დატოვება