ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.98+0.01%

რუსეთმა განაახლა პირდაპირი ავიამიმოსვლა და გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან

11 მაისი, 2023

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლების მიხედვითაც 15 მაისიდან ქართველებს შეეძლებათ რუსეთში ვიზის გაფორმების გარეშე შესვლა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

ახლა ქართველები რუსეთში შესვლასა და გამოსვლას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზოდ ყოფნის ვადა შეადგენს არაუმეტეს 90 დღეს ყოველი 180 დღის დროის მონაკვეთში.

რფ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებისთვის მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

რფ-ს სამინისტროში განაცხადეს, რომ ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად.

„რუსული ავიახაზები ყოველ კვირას შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან“, – აღნიშნეს უწყებაში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაუშვებს პირდაპირ ფრენებს რუსულ ავიაკომპანიებთან, რომლებიც სანქციების ქვეშ არ მოხვდა.

მიღებული გადაწყვეტილებები გაუადვილებს ცხოვრებას მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.