7 იანვრის ჩათვლით დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. ფხოვის ქუჩაზე ყოველდღე იმართება საახალწლო თოჯინების თეატრის წარმოდგენები და გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, ფურცელაძის ქუჩაზე კი 21:00 საათის შემდეგ ჟღერს ელექტრონული მუსიკა. საახალწლო სოფლებსა და მიმდებარე ქუჩებში ასევე იმართება სხვადასხვა კონცერტები და წარმოდგენები, სპექტაკლები და შოუ-პროგრამები.
საღამოს ფურცელაძისა და ათონელის ქუჩებზე ორგანიზებულია მუსიკალური კონცერტები. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ჯგუფები “უსახელაური”, “რეზო და ბავშვები”, “Ара”, Killages, The New One, ლელა წურწუმია და ჯგუფი “ნონ-სტოპი” და მრავალი სხვა ქართული ესტრადის კოლექტივები და არტისტები.
კომენტარის დატოვება