წინა კვირას დასრულდა საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშება. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის “საბურთალო” და ბათუმის “დინამო“. შედეგად, დაძაბული მატჩი დედაქალაქის გამარჯვებით მინიმალური ანგარიშით დასრულდა. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.
ნახევარფინალში “დინამომ” დაამარცხა “კოლხეთი” ანგარიშით 3:1, “საბურთალომ” კი წყალტუბოს “სამგურალს” ანგარიშით 2:1 მოუგო.
თბილისური კლუბი მანამდე იყო საქართველოს თასის მფლობელი 2019 და 2021 წლებში.
კომენტარის დატოვება