ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.98+0.01%

საქართველო აჭარბებს მობილური ტელეფონების მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს მოსახლეობაში

28 აგვისტო, 2023

TBC Capital-მა გამოაქვეყნა საქართველოში ზრდასრულებისა და ბავშვების მიერ მობილური მოწყობილობების გამოყენების სტატისტიკა. მონაცემების თანახმად, მობილურ ტელეფონებს ფლობს ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 88% მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 73%-ია.

კვლევამ აჩვენა, რომ მობილურ ტელეფონს იყენებს 6-დან 14 წლამდე ბავშვების 62%, 15-დან 29 წლამდე 98%, 30-59 წლის მოქალაქეების 96% და 60 და მეტი ასაკის ადამიანების 80%.

ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი არის Samsung. 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მობილურ ქსელებთან არის დაკავშირებული 2 007 223 Samsung-ის მოდელი, 941 394 Apple-ისა და 766 160 Xiaomi-ს მოდელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.