ესპანელებთან მატჩი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით მოახერხა მოგება ანგარიშით 38:3 და პლეი ოფში პირველი ადგილიდან გასვლა. შემდეგი მატჩი უკვე მარტში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების ტრიუმფალური შეხვედრა თბილისში, “ავჭალის” სტადიონზე, გაიმართა.
ნახევარფინალური მატჩები 2-3 მარტს არის დანიშნული, ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.
კომენტარის დატოვება