ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველო შეიძლება,მსოფლიო ლოჯისტიკური ჰაბიგახდეს

21 სექტემბერი, 2023

18-19 სექტემბერს ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა. მასში, დაახლოებით, 40 დელეგატი მონაწილეობდა – რფ-ს ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლები და ასევე რუსი და ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობენ.

შეხვედრის მთავარი თემები გახდა საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვები, ინვესტიციები და მოსკოვსა და თბილისს შორის ავიაბილეთების ფასების შემცირების საკითხი.

სხდომის დაწყებამდე დელეგაციამ მოინახულა „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადგილზე გაეცნო ვითარებას, გაესაუბრა მძღოლებს, საბაჟოს წარმომადგენლებს და ა.შ. დაფიქსირდა საბაჟო ტერმინალისა და გამშვები პუნქტის მუშაობაში რეალური პროგრესი და რიგების შემცირება. საქმიანი საბჭოს მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია საბაჟო ტერმინალის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობის გაგრძელება, მათ შორის, ლოჯისტიკური სივრცეების, სატვირთო მანქანების პარკინგის მშენებლობა და სხვა პროექტების განხორციელება.

ბიზნესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაში ჩართვის მზადყოფნა. ერთ-ერთი მთავარია ტვირთების ადმინისტრირების სინქრონიზაცია, რომ, ვთქვათ, საქართველოდან რუსეთში მიმავალმა სატვირთო მანქანების ნაკადებმა იცოდეს, როგორ შემოვიდეს აქ, რა საბუთებით, რათა არ იყოს გაუგებრობები საპირისპირო მიმართულებითაც.

საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით აღინიშნა ქვეყნებს შორის საზღვაო სატვირთო კავშირის განვითარების აუცილებლობა.

იგეგმება მთელი წლის განმავლობაში საბორნე მიმოსვლის გაშვება თურქეთი-საქართველო-რუსეთი მარშრუტზე (150 ავტომობილი და 300 მგზავრი). რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ გადაჭრის ყველა ლოჯისტიკური პრობლემას, მაგრამ დაგვეხმარება მათ შემსუბუქებაში.

გარდა ამისა, მხარეებმა კიდევ ერთხელ შეეხო სარკინიგზო გადაზიდვების საკითხს და განიხილა მეგაპროექტი – კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა. პროექტი წარმოადგინა ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვ.სლასტენინმა.

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვ.პადალკომ აღნიშნა, რომ ალტერნატიული სატრანზიტო გზების გახსნა განიხილება რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს მონაწილეების დონეზე, ამიტომ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან სატრანსპორტო კავშირის განვითარება გაამარტივებს ლოჯისტიკას ქართულ კომპანიებისთვის და საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს მსოფლიო ლოჯისტიკური ჰაბი და რუსეთის ბაზრის საქონლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი. რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონეზეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.