ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

საქართველომ $600 ათასის ღირებულების მოლუსკები შემოიტანა

5 სექტემბერი, 2023

ეროვნული სტატისტიკური სამსახურის “საქსტატის” ინფორმაციით, 2023 წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველომ 628.1 ათასი დოლარის ღირებულების 62 ტონა მოლუსკი და წყლის სხვა უხერხემლოები შემოიტანა. თანხობრივად ყველაზე დიდი იმპორტი იტალიიდან განხორციელდა, რაოდენობრივად – ჩინეთიდან.

იტალიიდან შემოტანილი იქნა 214.8 დოლარის ღირებულების ერთი ტონა მოლუსკები და უხერხემლოები. ჩინეთიდან შემოიტანეს 145.8 ათასი დოლარის ღირებულების 33 ტონა. გარდა ამისა, საქართველომ ნიდერლანდებიდან 58.9 ათასი დოლარის ღირებულების და პორტუგალიიდან 57.9 ათასი დოლარის ღირებულების შვიდი ტონა ზღვის პროდუქტები შემოიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.