2023 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ნაკადმა 303 620 ადამიანს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე და 37%-ით მეტია 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. ბათუმის აეროპორტმა დეკემბერში 28 556 ადამიანი მიიღო, რაც 13%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე და 9%-ით – 2019 წლის მაჩვენებელზე.
220 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ამუშავდა ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ასევე განახორციელა მიმდინარე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეკონსტრუქცია და ახალი ტერმინალის მშენებლობა ჩამოსული მგზავრებისთვის.
კომენტარის დატოვება