ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.81–0.04%
EUR2.92–0.32%

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კრაკოვში გამართულ III ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა

5 ივლისი, 2023

კრაკოვში გამართული III ევროპული თამაშების ფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. ფინალურ მატჩში გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ლაშა ბექაური, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

სულ შეჯიბრში მონაწილეობდა 219 ძიუდოისტი 22 გუნდიდან. მამაკაცები ასპარეზობდნენ 73, 90-სა და 90 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალები – 57, 70-სა და 70 კგ-ზე მეტში.
შეჯიბრებებზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდნენ გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.