საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი წლის ერთ–ერთი ყველაზე მოსალოდნელი მოვლენა დააანონსა – მარტში ბათუმში “ლეგენდების სერიის” პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვეტერანები მილანის “ინტერის“ ვარსკვლავურ გუნდს დაუპირისპირდებიან.
ნანატრი მატჩის მონაწილეთა შორის სახელდებიან შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, ასევე ლეგენდარული პორტუგალიელი ლუის ფიგუ, ხავიერ ზანეტი, მარკო მატერაცის და ესტებან კამბიასოს გვარები.
კომენტარის დატოვება