პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობაში გაიმართა დემოგრაფიულ საკითხთა განხილვის საბჭოს სხდომა. მინისტრთა მოადგილეებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა უახლოეს მომავალში ქვეყანაში დემოგრაფიული კურსის გაუმჯობესების ღონისძიებათა პაკეტის წარსდგენა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას სიტყვებით, ღონისძიებათა პაკეტი ორიენტირებული იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე და მასში იქნება კონკრეტული რეკომენდაციები პროგრამებისთვის სხვადასხვა სფეროში დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებისთვის. ამ მიმართულებით განხილული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაც.
კომენტარის დატოვება