ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი გეგმა

2 აპრილი, 2024

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის 2024-2025 წლების 3,7 მილიარდი ლარის ღირებულების გეგმა. ბუნების სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გეგმის განხორციელება 10-12 პროცენტით შეამცირებს ემისიების დონეს. გეგმაში აღწერილია ქმედებები 7 მიმართულებით, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენებით მართვა და ტყის მეურნეობა.

ეს გეგმა ასევე მოიცავს დიდ ინვესტიციებს ენერგეტიკისა და ნარჩენების გადამუსავების სექტორში. ენერგეტიკის სექტორში განვითარდება ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ნარჩენების გადამუშავებისთვის იგეგმება ახალი ნაგავსაყრელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. ასევე განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაინერგება ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.