USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 3.00 | +0.01% |
10 თებერვალს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ საქართველოს ლამაზ ადგილებზე შეყვარებული პოეტის – ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინის – ხსოვნის დღეს.
მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში კავკასიას ეკავა განსაკუთრებული ადგილი. საქართველოზე მიღებული შთაბეჭდილებები პუშკინმა ასახა ნარკვევში „საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია…“, „კავკასია“, „ზვავი“, „ყაზბეგის მონასტერი“.
ქართველები დიდ პატივს სცემენ რუს პოეტს. ქვეყნის უმეტეს ქალაქებში არის ქუჩა, რომელიც ალექსანდრე სერგეის ძის სახელს ატარებს. 1892 წლის 25 მაისს ტფილისში გახსნეს დიდი პოეტის ძეგლი. „ძეგლის კურთხევის დღეს პუშკინის ბაღისკენ ხალხის უზარმაზარი მასა მიეშურა. ხალხმა აავსო მიმდებარე სახლების აივნები, ფანჯრები და სახურავები. პუშკინის ბაღი დროშებით იყო მორთული. სახლი, სადაც 1829 წელს პუშკინი ორი კვირა ცხოვრობდა, ყვავილწნულებითა და დროშებით იყო მორთული“, – იუწყება გაზეთი „ივერია“ 1892 წლის ნომერში.
წინა წელს პოეტის შთამომავალი ბარონი სერჟ გრევენიცი საქართველოში გავლით იყო და განაცხადა, რომ დიდი წინაპრის იუბილე ჩვენს ქვეყანაში სურდა, აღენიშნა. თბილისში ყოფნისას მან ხელიდან არ გაუშვა დედაქალაქის ცენტრში მდებარე პუშკინის ძეგლთან მისვლის შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე სერგეის ძე ითვლება სალიტერატურო რუსული ენის ფუძემდებლად, რომელსაც დღეს ქართველები უცხო ენად სწავლობენ. NDI-ის კვლევის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში უფრო კარგად ფლობენ რუსულს, ვიდრე ინგლისურს. რესპონდენტთა 19%-მა თქვა, რომ თავისუფლად საუბრობს რუსულად, 42%-მა ამ ენის ცოდნის დონე საშუალოდ შეაფასა, ხოლო 23%-მა – დამწყებად. ამასთანავე, 15%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ იცის რუსული. ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის 55% არ ფლობს ინგლისურს, გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 9% თავისუფლად ფლობს ინგლისურს, 17% – საშუალო დონეზე, 16% – დაწყებითზე.
სხვათა შორის, სწორედ რუსულად კითხულობენ მის უკვდავ ნაწარმოებებს თბილისის მაცხოვრებლები თავისუფლების მოედანზე პოეტის დაბადების დღეს.
კომენტარის დატოვება