23 ივნისს, 14:00 საათიდან, დედაქალაქის დედაენის პარკში საქართველოს მდგრადი ენერგეტიკისდღე ჩატარდება. დღესასწაულის სტუმრებისთვის მოეწყობა შემეცნებითი, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. წამყვანის როლში იქნება მომღერალი ელენე კალანდაძე. მნახველებს ასევე ელოდებათ მუსიკოსი ერეკლე გეწაძისა და 4D Monster Lobsters-ის კონცერტები.
ღონისძიებებს შორის განცხადებულია ვორქშოფები ენერგიის დაზოგვის ყოველდღიური პრაქტიკის სწავლებისთვის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დაკავებულ კომპანიებთან გაცნობა. ხოლო ბავშვებისთვის ჩატარდება ლექციები ბუნების დაცვაზე და ინტერაქტიული ექსპერიმენტები ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების თემებზე.
კომენტარის დატოვება