ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93+0.02%

საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება

8 მარტი, 2024

2024 წლის იანვარში საქართველოში დაფიქსირდა 5,8%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. “საქსტატის” მონაცემებით, 2024 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი შემცირდა 26,2%-ით, იმპორტი კი – 10,1%-ით. ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებმა.

იმავე თვეში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 5,5 ათასი ახალი საწარმო, რაც 14,5%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. ამასთანავე, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 1,4%-ით გაიზარდა და 10,4 მილიარდ ლარს მიაღწია. ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა 2021 წლის აპრილში დაიწყო და საკმაოდ მაღალი ტემპით გრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.