საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სახელმწიფო სააგენტოს ბაზაზე ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის შექმნის გეგმებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია იქნება ხელოვნური ინტელექტის ქართულ ენაზე შემუშავება მისი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
ლაბორატორია განკუთვნილი იქნება ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებისთვის განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში ქართული ბიზნესის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
კომენტარის დატოვება