ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.81–0.04%
EUR2.92–0.37%

საქართველოში გაიმართება სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი

11 მარტი, 2024

6 და 7 აპრილს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური პირველად ისტორიაში უმასპინძლებს სნოუბორდის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს 21 წლამდე სპორტსმენებს შორის. ჩვენმა ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ამ კურორტზე სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის წარმატებით ჩატარების შედეგად მიიღო.

სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, გუდაური სრულად აკმაყოფილებს შეჯიბრებების ჩატარების ინფრასტრუქტურულ და ორგანიზაციულ სტანდარტებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.