ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR2.96+0.21%

საქართველოში იზრდება სტუდენტთა რაოდენობა

11 მარტი, 2024

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში სტუდენტების 59,1% სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ხოლო სტუდენტების 40,9% ირჩევს კერძო უნივერსიტეტებს. სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 177,8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 10,2%-ით მეტია. მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 54,3 ათასმა ახალმა სტუდენტმა ჩააბარა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8,4%-ით აღემატება.

32,4 ათასმა ადამიანმა აირჩია საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა, 21,9 ათასმა სტუდენტმა კი უპირატესობა მიანიჭა კერძო უნივერსიტეტებს. ქალები შეადგენენ 51,2%-ს სტუდენტების მთლიანი რაოდენობიდან, ხოლო კაცები – 48,8%-ს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყანაში ფუნქციონირებდა 62 საგანმანათლებლო დაწესებულება, საიდანაც 19 იყო საჯარო და 43 – კერძო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.