ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში მარკეტინგული ფესტივალი გაიმართება

31 მაისი, 2023

9 ივნისს თბილისში პირველი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point გაიმართება. ღონისძიების მონაწილე გახდება ათასზე მეტი დელეგატი ათი ქვეყნიდან.  ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 25 საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი, მათ შორის, ცნობილი სოციალური ქსელებისა და გლობალური კომპანიების წარმომადგენლები: Nike, Media.Monks, Smartly.io და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები მარკეტინგის, ბრენდისა და კულტურის, მომხმარებელთა ქცევის, ციფრული კონტენტის თემებზე. ყველა ვიზიტორისთვის მოეწყობა კონკურსი ხელოვნური ინტელექტით, გამარჯვებულებს ელით პრიზები ღონისძიების პარტნიორებისგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.