ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა

6 ოქტომბერი, 2023

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც აღინიშნება 27 ოქტომბერს – გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. ყოველწლიურად ამ თარიღს უკავშირდება დამსახურებული პედაგოგებისთვის ეროვნული ჯილდოს გადაცემა, რომელიც მოიცავს სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანს და 10 ათასი ლარის ოდენობის ფულად პრემიას.

ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდა. ამით სამინისტრო გეგმავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას და ამ მიზნისთვის სხვადასხვა სოციალურ თუ სხვა ხელშემწყობ ღონისძიებებს ატარებს. ასე, სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია გამოავლენს ქვეყნის წლის საუკეთესო პედაგოგს იმ მასწავლებლებს შორის, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სასკოლო საზოგადოებისა და მოსწავლეების განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.