24-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში გაიმართება მასშტაბური One Caucasus Festival 2023. მის ჰედლაინერებს შორისაა თბილისის ქრისტიანული ნიგერიული ეკლესიის გუნდი Lifeline და ჯგუფი KAVKAZZ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ერთობლივი საერთაშორისო მუსიკალური პროექტები და წერაქვის თანამედროვე მხატვრების სახვითი ხელოვნების პროგრამა.
One Caucasus არის ყველაზე დიდი ინტერდისციპლინარული ფესტივალი საქართველოში. 2014 წლიდან მასში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მუსიკოსმა 20-ზე მეტი ქვეყნიდან. წელს მანდ შეიკრიბებიან ხელოვანები, მუსიკოსები, არქიტექტორები, პედაგოგები და მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.
წერაქვში ღონისძიების სტუმრებისთვის მოეწყობა უფასო საკემპინგო სივრცე. ფესტივალზე შესვლა და ტრანსპორტი თბილისიდან და მარნეულიდან ასევე უფასო იქნება.
კომენტარის დატოვება