ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.98+0.01%

საქართველოში საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება

18 ნოემბერი, 2023

2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საჯარო სამსახურში სტაჟირება ფასიანი გახდება. პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო და პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. კანონპროექტის ინიცირება უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

2024 წლისთვის იგეგმება 5 ათასამდე სტაჟიორის მიღება. არადეფეციტურ პროფესიებისთვის სტაჟირების ანაზღაურება 5 ათას ლარამდეა, დეფიციტურისთვის – 1 ათას ლარამდე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ მაგისტრატურის, ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტებს და პროფესიული სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.