ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში უმუშევრობამ მინიმუმს მიაღწია

23 აპრილი, 2024

2022-2023 წლების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში უმუშევრობა 11.7% შეადგენდა. რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში. უმუშევრობის მკვეთრი შემცირების შედეგად, საქართველო იმ 13 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე მეტად შემცირდა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 21-ე საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი პიკი 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში დაფიქსირდა, როდესაც უმუშევრობის დონე 19.6% – დან 20.7% – მდე მერყეობდა.
შესაბამამისად, 2012 წელს საქართველო იმ ექვსი ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, სადაც უმუშევრობა ყველაზე მეტად გაიზარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.