1 იანვრიდან საქართველოში “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მძღოლები საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვისთვის საჭიროებენ სპეციალურ ნებართვას. იარსებებს სამი სახის ნებართვა: ნებართვა მგზავრების გადაყვანაზე, ნებართვა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე და აერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.
“ავტოსადგურის” ცნება საქართველოს კანონმდებლობაშიც შევიდა. თითოეულ ავტოსადგურს ექნება ტექნიკური რეგლამენტისა და კლასის შესაბამისობის დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატი.
ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება, ხოლო მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებიდან მხოლოდ შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელება. მათგან საერთაშორისო გადაზიდვები განხორციელდება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში. მესამე კლასის ავტოსადგურში შიდა გადაზიდვები განხორციელდება, ხოლო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პირველი და მეორე კლასის სადგურები ან მათი ტევადობა არასაკმარისია.
კომენტარის დატოვება