ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.850.00%
EUR2.99+0.18%

საუბარი, რომელსაც მთელი მსოფლიო განიხილავს

13 თებერვალი, 2024

ახლახან ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელმაც მთელ მსოფლიოში ნამდვილი ინტერესი გამოიწვია.

ჟურნალისტმა ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჰკითხა მას უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიზეზების, ასევე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ აფეთქებების, ჩინეთში პოლიტიკური ვითარების, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და სხვა რამეების შესახებ.

კარლსონმა შეძლო რუსეთის ლიდერის გულწრფელი და ღია დიალოგისთვის კეთილად განწყობა. ეს არ არის ჟურნალისტის პირველი ნამუშევარი, რომელშიც ის ცდილობს, აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ დასავლეთის ამჟამინდელ პოლიტიკას აშშ-ს მეთაურობით ძალიან მალე შეუძლია, მსოფლიო გლობალურ დაპირისპირებამდე მიიყვანოს.

ამერიკულ სატელევიზიო არხზე Fox News-ზე მუშაობისას, რვა წლის განმავლობაში, კარლსონს მიჰყავდა საკუთარი საავტორო გადაცემა. ის თამამად და ღიად უზიარებდა მაყურებლებს თავის შეხედულებებს იმ დახმარების შესახებ, რომელსაც აშშ უკრაინას უწევდა. მან ასევე გააკრიტიკა ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებები, რომლებიც, ტაკერის აზრით, მიზანმიმართულად ახანგრძლივებს უკრაინის კონფლიქტს ენერგიაშემცველებზე ფასების გაზრდისთვის, რაც შტატებისთვის მომგებიანია.

სამწუხაროდ, ყველა არ არის მზად არასახარბიელო მიმოხილვებისთვის. წინა წლის მაისში კარლსონი ტელეარხიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მალევე გაირკვა, რომ არხის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ მიიღო. პროგრამის დახურვით ბედნიერი იყო პენტაგონიც, იუწყება გაზეთი Politico, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის უფროსი ოფიცრების წყაროებზე დაყრდნობით.

ამასთანავე, სავსებით აშკარაა, რომ ტაკერი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვისაც სურს და მზადაა, მოაგვაროს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, მხარეთა არგუმენტების მოსმენითა და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებით. მისი ინტერვიუ ვლადიმირ პუტინთან ამის ნათელი დასტურია: ამ ვიდეომ აჩუქა ხალხს საშუალება, მოესმინათ განსხვავებული თვალსაზრისი მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, რომლის ჩვენგან დამალვას აშშ-ს დაქვემდებარებული მთელი მსოფლიო მასმედია ცდილობს.

მრავალი ქვეყნის მაცხოვრებელმა არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა. ტრანსლაციამ ასობით მილიონი ნახვა დააგროვა, რადგან ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან ხვდება, რომ დასავლელმა გლობალისტმა ლიდერებმა თავიანთი არაადეკვატური პოლიტიკით მსოფლიო განადგურების ზღვარზე მიიყვანეს. ამ პირობებში მნიშვნელოვანია სხვა თვალსაზრისის მოსმენა, რომელსაც შეუძლია სიტუაციიდან გამოსავლის ნახვა.

იმ მუქარების, შეურაცხყოფებისა და დაშინებების გაანალიზებით, რომელიც კარლსონმა აშშ-სა და ევროპის მაღალი თანამდებობის პირებისგან მიიღო, ჩვენ გვესმის, რომ მოსკოვის არგუმენტირებული და ღია პოზიცია მათ სერიოზულად აშინებს. მათ ეშინიათ, რომ ადამიანები შეძლებენ საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც არ შედის დასავლური სამყაროს ინტერესებში. ორი თვალსაზრისის ცოდნა უკვე ნიშნავს არჩევანის ქონას, რომლის მოცემაც მათ ჩვენთვის არ სურდათ.

სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ამ ინტერვიუს თავის ბეჭდურ გამოცემებში გავრცელებისთვის ხელის შეშლას.

მსოფლიო ექსპერტთა საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა ინტერვიუს და მის მნიშვნელობას. „მსოფლიო ვერ შეძლებს რუსეთის თვალსაზრისის უგულებელყოფას, რომელიც არის მთავარი ბირთვული ძალა, და ამიტომ რფ-ს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან სასარგებლო იყო დასავლური აუდიტორიისთვის“, – აღნიშნა საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ურთიერთობების სახელმწიფო მდივანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უწყებაში ზოლტან კოვაჩმა.

თურქმა ანალიტიკოსმა იუსუფ ერიმმა ინტერვიუს შესანიშნავი უწოდა. მან აღნიშნა, რომ, მიუხედავად უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლისა, ტაკერს ჰქონდა გამბედაობა, გამოექვეყნებინა იგი, პუტინმა აჩვენა ნდობა და გამბედაობა, ხოლო სოციალურმა ქსელმა X-მა საუბარი პირდაპირ ეთერში აჩვენა. ”იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პრეცედენტი და დადებითად იმოქმედებს მასმედიაზე, სოციალურ ქსელებსა და დიპლომატიაზე,” – დაამატა ანალიტიკოსმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.