ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ვენახის ფართობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 მოსახლეზე 1,32 ჰა ვენახია, ეს არის 132 კვ. მ ერთ სულ მოსახლეზე. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე იტალიაში, სადაც ერთ ადამიანზე 121 კვ. მ ვენახია.
რეიტინგის პირველ სამეულში შევიდა მოლდოვა ვენახის ფართობით 4 ჰა 100 ადამიანზე, ესპანეთი – 2,03 ჰა-თი 100 ადამიანზე და პორტუგალია – 1,89 ჰა-თი 100 ადამიანზე. საერთო ჯამში, სიაში 40-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა შევიდა.
კომენტარის დატოვება