ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.93+0.02%

სესხების მოცულობა იზრდება

3 აპრილი, 2024

თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იანვართან შედარებით 353,94 მლნ ლარით (0,68%) გაიზარდა და თებერვლის ბოლოსთვის 52,24 მლრდ ლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. ამასთანავე, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 402,67 მლნ ლარით (1,40%) გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 48,73 მლნ ლარით (0,21%) შემცირდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ თებერვალში რეზიდენტი საყოფაცხოვრებო მეურნეობის სექტორის კრედიტირების მოცულობა 222,80 მლნ ლარით (0,82%) გაიზარდა და თვის ბოლოს 27,38 მლრდ ლარი შეადგინა. კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნულ ვალუტაში 8,64 მლრდ ლარი (+0,98%), ხოლო უცხოურ ვალუტაში 14,46 მლრდ ლარი (+0,35%) გასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.