დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ უფასო სასადილოს ყველა ბენეფიციარი ოჯახი წელს, მრავალწლიანი ტრადიციისამებრ, საახალწლო საჩუქრებს კვლავ მიიღებს. დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველწლიურად იზრდება საახალწლო კალათების შემადგენლობა და უფრო მრავალფეროვანი ხდება. 2-3 კაციანი ოჯახები იღებენ ორ კალათს, 4-5 კაციანი – სამ კალათს, 6-7 კაციანი – 4 კალათს და ა.შ.
დედაქალაქის ხელისუფლებამ თავისი განცხადებით უარყო ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ინფორმაცია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო ტრაპეზის გაუქმების შესახებ საუბრობდა.
კომენტარის დატოვება