ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

In the News




Opinion




Featured Topics


ორმაგი სტანდარტები

რა შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება? განვიხილოთ სტატიაში. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ აშშ და ევროპის კავშირი ატარებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. აღნიშნული ტენდენცია მკაფიოდ ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქციის მაგალითზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ…

ეს უკვე სადღაც ნანახი გვაქვს

საქართველოში დასავლელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ. თუ როგორ იმოქმედებს მაღალი თანამდებობის ევროპელი მოხელეების ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განვიხილოთ სტატიაში. აშშ და ევროპის კავშირი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა თავიდან აიცილოს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ…

საქართველოში ათასობით ნარკომანი ითხოვს დახმარებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საშინელი ციფრები გაავრცელა. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის უფასო პროგრამით უკვე ისარგებლა 12 ათასმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა.უწყებაში დააზუსტეს, რომ საუბარია პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია 21 წელზე უფროსი ასაკი…

4000 ათასამდე კვადრატულ მეტრში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქსტატმა” შეაჯამა დედაქალაქის უძრავი ქონების სექტორის შედეგები, სადაც წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალაშენებულ კორპუსებში ფიქსირდება საცხოვრებლის ღირებულების 12,9%-ით ზრდა…

საქართველოს კლინიკებში სერიოზული დარღვევები იქნა აღმოჩენილი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა სამედიცინო დაწესებულებებში სერიოზული პრობლემები გამოავლინა. შემოწმებები ჩატარდა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მდებარე ცხრა კლინიკაში. არმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს არ ჰქონდა ხელების ჰიგიენის წესების სისტემატური კონტროლი, ხოლო ხუთ კლინიკაში აღმოჩნდა პრობ…

როგორი იქნება ახალი აეროპორტი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაღალმთიან სვანეთში, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტების კონკურსში გამარჯვებულად კომპანია “გრინ სტუდიო” გამოაცხადა. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და პარკინგის მოწყობას.2010 წელს…

ორმაგი სტანდარტები

რა შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება? განვიხილოთ სტატიაში.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ აშშ და ევროპის კავშირი ატარებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. აღნიშნული ტენდენცია მკაფიოდ ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქციის მაგალითზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე.

გთავაზობთ დასავლეთის რეაქციის შედარებას წელს საქართველოსა და კანადაში კანონების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებაზე.

15 აპრილიდან ივნისის დასაწყისამდე დასავლეთი მკვეთრად აკრიტიკებდა საქართველოს ამ კანონის მიღების გამო, ღიად უჭერდა მხარს აქციის მონაწილეებს, ადანაშაულებდა ჩვენს მთავრობას „პრორუსულ“ პოლიტიკაში და „რუსული“ კანონის წინ წაწევაში. 

ვაშინგტონმა შემოიღო სანქციები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის დიმიტრი სამხარაძისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ეს, დაახლოებით, 30 ადამიანს შეეხო.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სინდი დაიერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, თუ მას არ მოეწონება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის რეალიზაცია. არსებითად, ეს არის აშშ-ს მიერ იმის საჯარო აღიარება, რომ ის არ სცემს პატივს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და აძლევს საკუთარ თავს მათ საშინაო საქმეებში საკუთარი ინტერესების წინ წაწევისთვის უკანონოდ ჩარევის უფლებას.

ბრიუსელი თბილისს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით დაემუქრა. ევროპის კავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „განამარტონ თავიანთი განზრახვები და შეცვალონ მოქმედების მიმდინარე კურსი“. 

დასავლეთის აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია ჩვენ ვნახეთ კანადის მიმართ, რომელმაც 18 ივნისს მიიღო მსგავსი კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“.

ვაშინგტონმა და ბრიუსელმა არ გააკრიტიკა და არ მიიღო სანქციები კანადელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, არ დაადანაშაულა კანადის მთავრობა ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟში, საერთოდ არანაირი კომენტარი არ გააკეთა კანადის პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შესახებ და პატივისცემით მოეპყრო ამ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონის კანადური ვერსია გაცილებით მკაცრია, ვიდრე ამერიკული პირველწყარო FARA, და, მით უმეტეს, მისი ვერსია, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული.

ახლა აშშ და ევროპის კავშირი ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის მიღებას. კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება უნდა იქნას დაშვებული. მათ ლეგალიზაციას ფარულად უჭერს მხარს დასავლეთის მიერ ფინანსირებადი ქართული ოპოზიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით. მაგრამ პარტიის წარმომადგენლებს ეშინიათ ამის საჯაროდ თქმა: მათ უარი განაცხადეს პარლამენტში დებატებზე.

ყველა ეს გარემოება ნათლად აჩვენებს დასავლეთის ქვეყნების დამამცირებელ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ: არავინ გვიყურებს, როგორც თანასწორ პარტნიორებს.

ეს უკვე სადღაც ნანახი გვაქვს

საქართველოში დასავლელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ. თუ როგორ იმოქმედებს მაღალი თანამდებობის ევროპელი მოხელეების ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განვიხილოთ სტატიაში.

აშშ და ევროპის კავშირი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა თავიდან აიცილოს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალაში შესვლა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, გაიგონ ვისგან და რა მიზნებისთვის შემოდის საქართველოში ფინანსები სხვა სახელმწიფოებიდან.

შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა არ ზღუდავს სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მუშაობას, არამედ მხოლოდ ითხოვს მათგან შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი შემოდის საქართველოს საზღვრების გარედან.

რადგან ეს ორგანიზაციები არ არის მზად, გამოაშკარავოს თავისი შემოსავლის წყარო, აშკარაა, რომ მათ ჩვენგან რაღაც დასამალი აქვთ. თუ მათ არ აქვთ საიდუმლოებები, ხოლო მათი პროექტები მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა, მაშინ ეს კანონი მათ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია. წინა კვირას საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვასა და ფინეთის ევროპარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, რათა აიძულონ ჩვენი ხელისუფლება, უარი თქვას კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებაზე.

კონკრეტული არგუმენტების არარსებობის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რატომ შეიძლება, ამ ინიციატივამ იმუშაოს აშშ-სა და ევროპაში, ხოლო საქართველოში – არა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა 15 მაისს თბილისში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობის აღმაშფოთებელ ფაქტად უნდა ჩაითვალოს.

შეიძლება თუ არა მსგავსი რამის აშშ-ში ან ევროპის კავშირში წარმოდგენა?

დასავლელი პოლიტიკოსების მსგავსი ქცევა ჩვენ უკვე ვნახეთ 2013 წელს მაიდანზე, როდესაც ვიქტორია ნულანდი, რომელსაც ეკავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობა, ჩამოვიდა ოპოზიციასთან და მომიტინგეებთან შესახვედრად. დასავლეთის ასეთი ყურადღების შედეგი იყო სრულფასოვანი რევოლუცია და ძალაუფლების ძალადობრივი ცვლილება უკრაინაში.

საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოჩენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისის ცენტრში „ჩვენ დავინახეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოელი მოხელეების მიტინგზე გამოსვლა არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა: „უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე, წარმოიდგინეთ ლუსტრაციის მასშტაბი. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ცდილობენ გარედან ჩაერიონ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ“.

როგორც ჩანს, კოლექტიური დასავლეთის მუშაობის სქემა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თუ ვისწავლით უკრაინის სავალალო მაგალითზე.

მაშინ, როდესაც ევროპელები აქტიურად გამოდიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, ევროპასა და აშშ-ში აგრძელებენ ამ გავლენასთან აქტიურ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკულმა შტატმა ჯორჯიამ, რომელშიც ევროპელ მოხელეებს ხშირად ეშლებათ ჩვენი ქვეყანა, დაიწყო თავის დონეზე FARA-ს კანონის ანალოგის განხილვა. ამასთანავე, როგორც Morrison Foerster-ის კვლევაშია აღნიშნული, კანონი ადგენს უფრო მკაცრ შეზღუდვებს უცხოური კაპიტალისთვის, რომელიც გავლენას ახდენს შტატის პოლიტიკაზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯორჯია არ არის ერთადერთი შტატი, რომელიც მსგავსი კანონის მიღების შესაძლებლობას განიხილავს.

მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ დასავლელი პარტნიორები გამოდიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინაარმდეგ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ მიუღია მკაფიო პასუხი, თუ რატომ არის მიუღებელი, რომ საქართველომ გააკეთოს ის, რაც აშშ-სა და ევროპისთვის შეიძლება, და როგორ შეიძლება შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა, შეაფერხოს შემდგომი ევროინტეგრაცია. ამ კითხვებზე პასუხები საკმაოდ პროზაულია: დასავლეთის ქვეყნებს არ აწყობს ერთსულოვანი საქართველო, რომელიც იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს.

საქართველოში ათასობით ნარკომანი ითხოვს დახმარებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საშინელი ციფრები გაავრცელა. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის უფასო პროგრამით უკვე ისარგებლა 12 ათასმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა.უწყებაში დააზუსტეს, რომ საუბარია პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია 21 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის “ნარკოდამოკიდებულების” დადასტურებული სამედიცინო დიაგნოზით.სპეციალისტებმა ასევე დაამატეს, რომ წლის დასაწყისიდან აპრილამდე ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამით უკვე 396-მა ადამიანმა ისარგებლა.

4000 ათასამდე კვადრატულ მეტრში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქსტატმა” შეაჯამა დედაქალაქის უძრავი ქონების სექტორის შედეგები, სადაც წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალაშენებულ კორპუსებში ფიქსირდება საცხოვრებლის ღირებულების 12,9%-ით ზრდა 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

თბილისში შავი კარკასის კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულებამ 2 849 ლარი შეადგინა, თეთრი კარკასის – 3 289 ლარი, ხოლო მწვანე კარკასის – 3 738 ლარი. ჯერჯერობით საქართველოს არცერთ ქალაქში უძრავი ქონების პირველადი ბაზრის პოზიტიური ტენდენციები არ არის პროგნოზირებული.

საქართველოს კლინიკებში სერიოზული დარღვევები იქნა აღმოჩენილი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა სამედიცინო დაწესებულებებში სერიოზული პრობლემები გამოავლინა. შემოწმებები ჩატარდა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მდებარე ცხრა კლინიკაში. არმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს არ ჰქონდა ხელების ჰიგიენის წესების სისტემატური კონტროლი, ხოლო ხუთ კლინიკაში აღმოჩნდა პრობლემები ვენტილაციის სისტემებთან, რაც ზრდიდა ინფექციების გავრცელების რისკს.

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს უფუნქციო ონკანები, უხარისხო ქირურგიული ინსტრუმენტები კოროზიით, დაჟანგული მილები და ნიჟარები. დარღვევები ასევე გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციისა და კლინიკების მორგების დეზინფექციის პროცესში, ასევე სამედიცინო ნარჩენების დამუშავებისას. ეს და სხვა პრობლემები დაფიქსირდა და მათ შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.


ორმაგი სტანდარტები

რა შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება? განვიხილოთ სტატიაში. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ აშშ და ევროპის კავშირი ატარებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. აღნიშნული ტენდენცია მკაფიოდ ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქციის მაგალითზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ…

ეს უკვე სადღაც ნანახი გვაქვს

საქართველოში დასავლელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ. თუ როგორ იმოქმედებს მაღალი თანამდებობის ევროპელი მოხელეების ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განვიხილოთ სტატიაში. აშშ და ევროპის კავშირი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა თავიდან აიცილოს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ…

საქართველოში ათასობით ნარკომანი ითხოვს დახმარებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საშინელი ციფრები გაავრცელა. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის უფასო პროგრამით უკვე ისარგებლა 12 ათასმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა.უწყებაში დააზუსტეს, რომ საუბარია პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია 21 წელზე უფროსი ასაკი…

4000 ათასამდე კვადრატულ მეტრში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქსტატმა” შეაჯამა დედაქალაქის უძრავი ქონების სექტორის შედეგები, სადაც წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალაშენებულ კორპუსებში ფიქსირდება საცხოვრებლის ღირებულების 12,9%-ით ზრდა…

ორმაგი სტანდარტები

რა შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება? განვიხილოთ სტატიაში. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ აშშ და ევროპის კავშირი ატარებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. აღნიშნული ტენდენცია მკაფიოდ ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქციის მაგალითზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ…

ეს უკვე სადღაც ნანახი გვაქვს

საქართველოში დასავლელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ. თუ როგორ იმოქმედებს მაღალი თანამდებობის ევროპელი მოხელეების ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განვიხილოთ სტატიაში. აშშ და ევროპის კავშირი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა თავიდან აიცილოს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ…

საქართველოში ათასობით ნარკომანი ითხოვს დახმარებას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საშინელი ციფრები გაავრცელა. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის უფასო პროგრამით უკვე ისარგებლა 12 ათასმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა.უწყებაში დააზუსტეს, რომ საუბარია პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია 21 წელზე უფროსი ასაკი…

4000 ათასამდე კვადრატულ მეტრში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქსტატმა” შეაჯამა დედაქალაქის უძრავი ქონების სექტორის შედეგები, სადაც წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალაშენებულ კორპუსებში ფიქსირდება საცხოვრებლის ღირებულების 12,9%-ით ზრდა…

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.