ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქისილიაII დაბადებისდღე

4 იანვარი, 2024

დღეს, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II 91 წელი შეუსრულდა.

მომავალი პატრიარქი ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წელს ვლადიკავკაზში. იქ მან მიიღო რუსული განათლება: ჯერ სწავლობდა ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) სკოლაში, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

24 წლისამ ის ბერად აღიკვეცა, მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა მცხეთის სასულიერო სემინარიას, ხოლო 1967 წელს გახდა სოხუმის ეპისკოპოსი. კათოლიკოს-პატრიარქად ის 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს, ორი დღის შემდეგ კი შედგა მისი აღსაყდრება. რთულია ილია II წვლილის გადაჭარბება საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საქმეში. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს ქვეყანაში იყო მხოლოდ 48 მოქმედი ტაძარი, ახლა კი მათი რიცხვი, დაახლოებით, ათასამდეა.

ილია II დროს საქართველოში გაიხსნა ახალი სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. საქართველოს დედაქალაქში ასევე აშენდა ქვეყნის უდიდესი ტაძარი – სამების საპატრიარქო ტაძარი.

დღეს კათალიკოსი მხარს უჭერს ერის ერთიანობას, ქართული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებას და ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგებას ორივე ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მასა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს თბილი მეგობრობა აკავშირებთ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს აღსაყდრების 46 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ილია II ღირსეულად ატარებს თავის მძიმე ჯვარს მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

კავშირი საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე არ შეიძლება საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე, განაცხადა ახალქალაქის, კუმუდროსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.