წინა კვირას აღინიშნა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს 10 წლის იუბილე. ამ მოვლენას მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინოვაციური სტარტაპები ჩვენს ქვეყანაში ამიერიდან 3 წლის განმავლობაში გათავისუფლდება ყველა გადასახადის გადახდისგან დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის.
ამ გეგმების განსახორციელებლად უკვე მუშავდება შესაბამისი კანონპროექტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რათა მომავალში შესაბამისმა ორგანიზაციებმა შეძლონ ახალი შეღავათით სარგებლობა.
კომენტარის დატოვება