ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზესი პატარა ქალაქების რეიტინგშია

16 აპრილი, 2024

სოფელი სტეფანწმინდა, ბრიტანული ტურისტული მედიაპლატფორმის TimeOut-ის მიხედვით, მსოფლიოს 16 ულამაზესი პატარა ქალაქის სიაშია შეტანილი. სოფელი მდებარეობს 1744 სიმაღლეზე, კავკასიონის მთების ხეობაში ყაზბეგის მთის ძირში, თბილისიდან ჩრდილოეთით 165 კმზე. მისი მოსახლეობა, დაახლოებით, 1500 ადამიანია.

ადრე ამ სოფელს ყაზბეგი ერქვა, მისი მიდამოებიდან იწყება ყაზბეგის მთაზე ასასვლელი. მის გვერდით მდებარე ბორცვზე არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი საქართველოში – XIV საუკუნეში აგებული გერგეთის სამების ეკლესია, რომლის უკან მყინვარია.

    2019 წლის Thrillist-ის ვებპორტალმა უკვე შეიატანა სტეფანწმინდა ულამაზესი პატარა დასახლებების სიაში.

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

    ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
    © ყველა წესი დაცულია.