სვანეთში მოთხილამურეებისთვის ოთხსეზონიანი სასწავლო-საწვრთნელი ბაზების პროექტზე მუშაობის დაიწყების შესახებ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას შორის. პროექტი პირველ ეტაპზე ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.
2023 წელს წარმატებით ჩატარებულმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს. სპორტის შვიდ სახეობაში ჯამში 30 შეჯიბრში მონაწილეობდა 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი. ქვეყნის ბიუჯეტიდან პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოიყო.
კომენტარის დატოვება