საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბური ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება ერთი მილიარდი ლარი 11 ლოკაციის, ბორჯომის, ბაკურიანის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ზუგდიდის, ბათუმის, მცხეთის, სტეფანწმინდის, მესტიის და ყაზბეგის, აღსადგენად. წელს გამოყოფილია 200 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე განვითარდება თელავში ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი და ქუთაისის ისტორიული რაიონი.
პროგრამის ფარგლებში განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი, განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია, განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს, , ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს, მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი.
კომენტარის დატოვება