ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

სვანეთში ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება

18 ოქტომბერი, 2023

2024 წლის 1 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით სვანეთის მთებში, კურორტ თეთნულდზე, პირველად გაიმართება ფრირაიდის მსოფლიო ტური Freeride World Tour. მასში მონაწილეობას მიიღებს 50 საუკეთესო სპორტსმენი ფრირაიდერი მთელი მსოფლიოდან. Freeride World Tour-ის ჩასატარებლად საქართველო არჩეული იქნა კანადასთან, ანდორასთან, ესპანეთთან, შვეიცარიასა და ავსტრიასთან ერთად.

Freeride World Tour-ისას ტერიტორიაზე მუდმივად მორიგეობენ მაშველები, რბოლის წინ სპეციალისტები ამოწმებენ ყველა ფერდობს და ყველა სპორტსმენი მონაწილეობს რბოლაში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობით, მათ შორის, ზვავის გადამწოდით. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ორი წელია, წარმატებით ტარდება ფრირაიდის შესარჩევი ეტაპები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.