ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

თანამშრომლობის შედეგები

4 აგვისტო, 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2023 წლის ექვსი თვის განმავლობაში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის შესახებ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 75,7% – $1,271 მლრდ – შეადგინა. შედარებისთვის: ეს განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილ წლიურ ბიუჯეტზე ორჯერ მეტია.

ამ დროისთვის რუსეთი არის საქართველოში საწვავისა და გათხევადებული გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი. სხვათა შორის, რფ-ში დაბალფასიანი ენერგორესურსების შესყიდვის წყალობით მთავრობა ახერხებს, არ გაზარდოს ფასები ბენზინსა და კომუნალურ მომსახურებებზე. გარდა ამისა, რუსეთი ლიდერობს ქართულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობით: ნეხევარი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გამოაგზავნეს $1,2 მლრდ. ეს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან ბევრი ქართული ოჯახი ცხოვრობს სახსრებით, რომლებსაც რფ-დან აგზავნიან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი არის ქართული ღვინისა და ხილის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი. ეს ისევე ცნობილია, როგორც ის, რომ ჩვენი ღვინის მთავარი მცოდნეები რუსები არიან. სამწუხაროდ, ევროპელებმა ვერ შეძლეს ქართული სასმელების დაფასება, ისინი უპირატესობას ანიჭებენ მწარმოებლებს იტალიიდან ან ესპანეთიდან. კომპანია Lago’s Wine-ის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი დარწმუნებულია: თუ ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვა გაძნელდება, მისი სხვაგან რეალიზება შეუძლებელი იქნება.

რუსეთთან ვაჭრობა ჩვენი აგრარებისთვისაცაა ხელსაყრელი. მაგალითად, მხოლოდ ატმის მიწოდებით საქართველომ წელს $3 მლნ-ზე მეტი იშოვა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველწლიურად ფართოვდება. ამ მოვლენას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ხსნის იმით, რომ ქართული პროდუქციის ძირითადი გასაღების ბაზარი იყო და რჩება რუსეთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.