თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის “კოდი” ხარისხის კატეგორიაში პლატინის მედალი მიენიჭა. უმაღლესი ჯილდო მიენიჭა “თაფლი ნინოწმინდა–ალპიდა“–ს.
“თაფლი ნინოწმინდა-ალპიდა” ზედიზედ ორი წლის განმავლობაში იღებდა ვერცხლის ჯილდოს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე – 2021 წელს, როდესაც პირველად იყო წარმოდგენილი და 2022 წელს.
ყოველწლიურად ღონისძიების მონაწილე ხდება 250-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც გამოფენს საკუთარი წარმოების თაფლს სპეციალისტების მიერ შეფასებისთვის ორ კატეგორიაში – პროდუქტის ხარისხი და შეფუთვის დიზაინი.
კომენტარის დატოვება