უკვე ხვალ, 24 ივნისს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრებს ელის მატჩი ბელგიის წინააღმდეგ. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე „დინამო არენა“-ზე დაიწყება. პირველი შეხვედრა პორტუგალიის გუნდთან ჩვენმა ბიჭებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. ჩვენ გვჯერა გუნდისა და ვგულშემატკივრობთ ჩვენებს!
პორტუგალიელებთან მატჩში ანგარიში 21 წლის გიორგი გაგუამ გიორგი წიტაიშვილის საგოლე გადაცემით 37-ე წუთზე გახსნა. მეორე გოლი მოწინააღმდეგეთა კარში საბა საზონოვმა გაიტანა – ასევე წიტაიშვილის საგოლე გადაცემით.
ამ დროისთვის, პირველი წრის თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები თავის ჯგუფში ლიდერობს.
კომენტარის დატოვება