სერბეთის ქალაქ ბელგრადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს წარმომადგენლებმა ტურნირი ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რომელმაც 67 კგ წონით კატეგორიაში ოქრო მოიპოვა. ვულოცავთ!
ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მედლები ასე გადანაწილდა: ვერცხლის მედლები აქვს ვლადიმერ გამყრელიძესა და გენო პეტრიაშვილს, ბრინჯაო კი – გივი მაჭარაშვილსა და შოთა ფარტენაძეს.
მსოფლიოს ჩემპიონმა ლერი აბულაძემ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელი მურად მამედოვი დაამარცხა.
კომენტარის დატოვება