ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.89–0.02%

თბილისი მომავლის ქალაქია

28 თებერვალი, 2024

თბილისი შევიდა Foreign Direct Investment Intelligence-ის (FDI) ევროპული მომავლის ქალაქების ახალ რეიტინგში. საქართველოს დედაქალაქმა დაიკავა მეექვსე ადგილი ხარჯების ეფექტურობით და მეცხრე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო სტრატეგიების კატეგორიაში. საერთო ჯამში, კვლევის ფარგლებში შეფასდა 330 ევროპული ქალაქი და 141 რეგიონი.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა გაითვალისწინეს ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა ეკონომიკური პოტენციალი, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ქალაქების მთლიანი შიდა პროდუქტი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, უმაღლესი განათლების მქონე მაცხოვრებლების რაოდენობა, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, საოფისე ფართების ქირაობის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტი და ბევრი სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.