დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ერთი წლის წინ დაწყებული პროექტის SCANTBILISI-ის („დაასკანირე თბილისი“) ფარგლებში თბილისის კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე უკვე განთავსდა სპეციალური QR კოდები. ტელეფონით QR კოდის დასკანირებით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ძეგლის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ამჟამად საიტი SCANTBILISI მუშაობს სატესტო რეჟიმში და მასზე წარმოდგენილია პროექტში მონაწილე ძეგლების სრული ჩამონათვალი.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ “თბილისის განვითარების ფონდთან” ერთად დედაქალაქში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და განახლების მიზნით.
კომენტარის დატოვება