თბილისის მერიამ ქალაქში საახალწლო განათების მონტაჟის დაწყება გამოაცხადა. ამ დროისთვის მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ 160-მდე თანამშრომელმა რობაქიძის გამზირზე სპეციალური ტექნიკის გამოყენებით საახალწლო გირლიანდა დაამონტაჟეს. განათების დამონტაჟება დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს დედაქალაქი ახალი განათებითა და აქსესუარებით იქნება მორთული, სამუშაოების დროს განათება სატესტო რეჟიმში ჩაირთვება. ასევე იგეგმება 730 ათასი ლარის ღირებულების (270 ათას დოლარზე მეტი) ახალი ცენტრალური საახალწლო ხის დამონტაჟება.
კომენტარის დატოვება