სარემონტო სამუშაოების გამო, 25 აპრილამდე ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე (27-33 კმ) დაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროის განმავლობაში მძღოლებს შეუძლიათ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო საავტომობილო გზაზე მოძრაობა, რის კონტროლსა და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია განახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ, 66,7 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მიხედვით, გარემონტდება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი. ამ ტერიტორიაზე არის რვა მეწყრული მონაკვეთი, ამიტომ მეწყერსაშიშ ზონებში ასევე გაკეთდება სადრენაჟო სისტემა და შეიცვლება რბილი გრუნტი.
დატოვე პასუხი